“ყირიმი ნებისმიერი გზით უნდა დავიბრუნოთ” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის აუცილებელ დაბრუნებას განიხილავს, ხოლო იქნება ეს სამხედრო გზით თუ არა – დიდწილად, საერთაშორისო თანამეგობრობაზეა დამოკიდებული.

ამის შესახებ მან Financial Times-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.

“მე მესმის, რომ ყველა გაკვირვებულია სიტუაციით და დაინტერესებულია, რა მოუვა ყირიმს. თუ ვინმე მზად არის, შემოგვთავაზოს ყირიმის დეოკუპაციის არასამხედრო გზა, მე მხოლოდ ამის მომხრე ვიქნები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ყირიმის განთავისუფლებას არ ითვალისწინებს – დროის კარგვაა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიშები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევისთვის ომის დასრულება ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ განთავისუფლებას ნიშნავს.

“ჩვენ უნდა დავიბრუნოთ მთელი მიწა. როდესაც დიპლომატია უძლურია, რჩება საკითხების მოგვარება ბრძოლის ველზე და თუ არ შეგიძლიათ, სრულად დაიბრუნოთ თქვენი მიწა, ომი უბრალოდ იყინება, მისი განახლება კი დროის საკითხია”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები