“უკრაინელებმა ტემპი ზამთარშიც უნდა შეინარჩუნონ, მათ არქტიკული საბრძოლო ტექნიკა აქვთ” – ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა უკრაინულ ჯარებს ტემპის შენარჩუნებისა და ზამთარში რუსეთის ძალებზე შეტევის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ მან Daily Beast-თან ინტერვიუში თქვა.

„უკრაინელების მომზადების, აღჭურვილობისა და საბრძოლო სიძლიერის ხარისხში უპირატესობის გათვალისწინებით, რომელიც მათ აქვთ დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილ რუსებთან მიმართებით, უკრაინის ინტერესშია – შეინარჩუნოს ტემპი ზამთარში. მათ აქვთ 300 000 ერთეული არქტიკული საბრძოლო ტექნიკა, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობისგან მიიღეს“, – თქვა ბრიტანელმა მინისტრმა.

უოლასმა შეაქო უკრაინელები საკუთარი სიმამაცისა და ოსტატობის დემონსტრირებისთვის და ხაზი გაუსვა რუსი სამხედროების უზარმაზარ ნაკლოვანებებს.

„ამ ბოლო დროს, რუსული შენაერთი განლაგდა საკვებისა და წინდების გარეშე და მცირე იარაღით. ეს არის კატასტროფა ბრძოლის ველზე მიმავალი ადამიანისთვის. აგზავნიან ხორცსაკეპ მანქანაში და უზარმაზარ არტილერიას იყენებენ. ის არის ქვეყანა, რომელსაც არ აინტერესებს თავისი ხალხი, შეუძლია – თავისი 100 ათასი მოქალაქე სიკვდილზე ან დასახიჩრებისთვის გაუშვას, ან დეზერტირობისთვის გაწიროს”, – თქვა ბენ უოლესმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები