შოლცი მოუწოდებს რუსეთს, უკრაინელების დაბომბვის ტერორი დაუყონებლივ შეწყვიტოს

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა რუსეთს უკრაინის სარაკეტო იერიშის შეწყვეტისკენ მოუწოდა. შოლცმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე აგებს, ამიტომ, ცინიკურად ურტყამს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

„სამოქალაქო მოსახლეობის დაბომბვის ტერორი უნდა შეწყდეს… დაუყოვნებლივ“, – განუცხადა შოლცმა DW-ს.

მან ასევე დასძინა, რომ რუსეთმა უნდა “გახსნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გზა”.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუსეთის ქმედებებს „ომის დანაშაული“ უწოდა.

“23 ნოემბერს მოხდა უკრაინის დაბომბვა, რის შედეგადაც ქვეყნის უმეტესი ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ნებისმიერი დარტყმა არის ომის დანაშაული და არ უნდა დარჩეს დაუსჯელი”, – განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის მეთაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები