ოლაფ შოლცი: უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც მივეცით ევროპაში მომავლის პერსპექტივა

„ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა. წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. ახლა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“სხვათა შორის, ევროპაზეა საუბარი: სწორედ ამ მთავრობამ ჩამოაყალიბა ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვები წლების განმავლობაში ელოდნენ. მე ვიზიარებ მიზანს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეოპოლიტიკური ევროპისა, რომელიც ბევრად უფრო ქმედუნარიანია. არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაჯდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივმართავთ ენერგეტიკისა და სავაჭრო პოლიტიკაში არსებულ ხარვეზებს, რამაც მიგვიყვანა ცალმხრივად დამოკიდებულებამდე რუსეთზე და კონკრეტულად ჩინეთზე. სწორედ ამიტომ, წლების უგულებელყოფის შემდეგ ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამედროვე, ძლიერ ბუნდესვერს, რომელსაც შეუძლია, დაიცვას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოკავშირეები“, – თქვა ოლაფ შოლცმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები