თურქეთის ჩრდილო-დასავლეთით, დუზჯეს პროვინციის გოლაკის რაიონში 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, დაშავებულია 35 ადამიანი.
Anadolu წერს, რომ მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 04:08 საათზე დაფიქსირდა და იგრძნობოდა სტამბოლში, ბოლუში, საკარიაში, ანკარაში, ბარტინში, კოჯაელში, ქუთაჰიაში, ბილეჯიკში, ზონგულდაკში, ბურსასა და იზმირში.
ეპიცენტრი 6,81 კილომეტრის სიღრმეში იყო.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა.
როგორც ბოლუს გუბერნატორმა, ერკან კილიჩმა განაცხადა, რამდენიმე მოქალაქე, პანიკის გამო აივნებიდან გადმოხტა.
დუზჯეს გუბერნატორმა პროვინციაში ერთი დღით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა გააუქმა.