თამარ გაბუნია: ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, რათა „დიარჯი“ სისტემა უფრო მოქნილი გახდეს

“ვიღებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს ექიმებისგან, კლინიკის მენეჯმენტისა და პაციენტის მხრიდან. თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება პირველი პაკეტი იმ გაუმჯობესებისა, რომლის საჭიროებაც ამ პერიოდში გამოიკვეთა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დაფინანსების ახალი მოდელის, ე.წ. დიარჯი სისტემის თაობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უწყება მუშაობს იმაზე, რომ აღნიშნული სისტემა უფრო მოქნილი გახდეს.

„დიარჯი“ სისტემა გაეშვა პირველ ნოემბერს. სულ 20 დღეა გასული. აქტიურად მივყვებით პროცესს და ვიღებთ რეკომენდაციებს, შენიშვნებს ექიმებისგან, კლინიკის მენეჯმენტისა და პაციენტის მხრიდან. თვის ბოლოსთვის უკვე გვექნება პირველი პაკეტი იმ გაუმჯობესებისა, რომლის საჭიროებაც ამ პერიოდში გამოიკვეთა. ძალიან მცირე დროა გასული, რომ დასკვნები გაკეთდეს, თუმცა, სამინისტრო არის სამუშაო პროცესში, რათა სისტემა უფრო მოქნილი გახდეს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები