გიორგი ხელაშვილი: ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს მთავარი ეროვნული პრიორიტეტი

“ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისა, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

„ბევრად უფრო დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ ვიდრე ადრე იყო. ჩვენს მიმართ დახმარება მომატებულია, მეტი ენთუზიაზმია აღმოსავლეთის პოლიტიკასთან დაკავშირებით და ყველა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს მისწრაფებებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. როგორც ამბობენ, ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, მთავარია ჩვენ მზად ვიყოთ ამ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ჩვენი მთავრობის მხრიდან მუდმივი მზაობაა იმისთვის, რომ ნატოში გაწევრიანება იყოს ჩვენი მთავარი ეროვნული პრიორიტეტი“, – განაცხადა ხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები