გია ცაგარეიშვილი – სააკაშვილზე: 1 წელზე მეტია სასჯელს იხდის და ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი – ყველაფერს ცდილობს ოჯახი, რომ როგორმე ეს ადამიანი დაიხსნან ციხიდან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატების განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოჯახი და მისი თანამებრძოლები ცდილობენ, ექსპრეზიდენტი როგორმე ციხიდან დაიხსნან.

“ახლა ამბობენ, რომ მოიწამლა, მანამდე ამბობდნენ, რომ ტუბერკულოზი სჭირს, მანამდე გავიგე, რომ კიდურების პრობლემა აქვს – მარჯვენა ხელის.  1 წელზე მეტია ეს ადამიანი სასჯელს იხდის და ყოველდღე გვესმის ახალი დიაგნოზი, ჩამოდიან ახალი ექიმები, იქმნება ახალი კომისიები. ნათელია, რომ ყველაფერს ცდილობს ოჯახი, ადვოკატებისა და თანამებრძოლების დახმარებით, რომ როგორმე ეს ადამიანი დაიხსნან ციხიდან. რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი ვერ და არ მოხვდებოდა ციხეში, მას რომ უმძიმესი დანაშაულები არ ჩაედინა”,- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები