საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელ​ი: საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი

“დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზე, რადგან საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანე ჟენეტმა მადრიდში, ქართველ კანონმდებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ნიშნავს.

„საქართველო მნიშვნელოვანი ქვეყანაა შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში. ყველა ქვეყანა უნდა იყოს ამ უსაფრთხოების ნაწილი, რათა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველა გემის გადაადგილება და ეკონომიკური აქტივობა სწორად წარიმართოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და მთლიანად შავი ზღვის რეგიონისთვის. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესზეც. რატომ საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო არის შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა, მდებარეობს ზღვის აღმოსავლეთით და არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შავი ზღვის უსაფრთხოება კი არსებული ვითარების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება ნიშნავს ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას. ჩვენ ვმსჯელობთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ეროვნული ტერიტორიები. ვისაუბრეთ ასევე ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე და ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებაზე“,- განაცხადა საფრანგეთის დელეგაციის ხელმძღვანელ​მა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები