რუმინეთის დელეგაციის წარმომადგენელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში: ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი

“ჩემი და ჩემი კოლეგების პოზიცია უცვლელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ნატოში გაერთიანებას. ამავე დროს ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის მნიშვნელობაზე”, – ამის შესახებ რუმინეთის დელეგაციის წარმომადგენელმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ატილა ლასლომ განაცხადა.

“ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად დიდი და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს შავი ზღვის რეგიონს მსოფლიოსთვის. ასევე ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებაზე მაგალითისთვის რუმინეთზე, რომელმაც საკმაოდ დიდი გზა გაიარა ნატოსა და ევროკავშირის წევრობამდე. ეს არის ადვილი გზა, მაგრამ ეს აუცილებელია. ამიტომ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ატილა ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები