„რაც თქვენმა ხელისუფლებამ ტელეკომპანია „იმედს“ გაუკეთა, ბატონ რუხაძეს რატომ უნდა უნდოდეს, რომ თქვენი პარტია დაბრუნდეს ხელისუფლებაში?“ – ასე მიმართა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანმა, ვახო ხუზმიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელიც ამბობდა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრის, ირაკლი რუხაძის მიზანი, აღნიშნული ოპოზიციური პარტიის განადგურებაა.
„ბატონმა რუხაძემ განაცხადა, რომ მისი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება და არჩევნების წინ ტელეკომპანია „იმედი“ გადაიყვანა საგანგებო მდგომარეობაზე.
ამ კანონის მიხედვით ის არის ოლიგარქი, ფაქტია, რომ 102 მილიონი დახარჯა იმედმა 2020 წელს. რუხაძე ამ კანონის მიხედვით, მოხვდება თუ არა, ოლიგარქთა რეესტრში, არ მოხვდება, ივანიშვილზე რომ არაფერი ვთქვათ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.