ნიკოლოზ სამხარაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი ცდილობენ რომ დააზიანონ საქართველო, ევროპელებს აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციას, თუმცა, როცა ეს ადამიანები საქართველოში ჩამოდიან, ხედავენ სრულიად განსხვავებულ სურათს

საერთოდ იმ 12 პუნქტსაც კი არ ჩამოგვიწერდნენ რაიმე ეჭვიც რომ არსებობდეს, რომ საქართველოს რუსეთისკენ აქვს გეზი აღებული, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით ნიკოლოზ სამხარაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – საქართველოს რომ რუსული ხაზი ჰქონდეს, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ, ევროპული ქვეყნების საქართველოსთან ითანამშრომლებდნენ?

„ამისი ევროპაში აღარავის სჯერა, რადგან ამ ფირფიტას უკვე 10 წელია ატრიალებენ ჩვენი ოპონენტები და ამის დამამტკიცებელი საბუთები რეალურად არ აქვთ. ისინი ცდილობენ რომ დააზიანონ საქართველო, აწვდიან დამახინჯებულ ინფორმაციას, თუმცა როცა ეს ადამიანები, დელეგაციები ჩამოდიან საქართველოში და ხედავენ სრულიად განსხვავებულ სურათს, ეს ეჭვი რა თქმა უნდა მათ უქარწყლდებათ. ამიტომ, ყველამ კარგად იცის, ვინ რას აკეთებს, ვინ რისი მომხრეა და ვის რა საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია აქვს, ამიტომ მათი მცდელობები არის ფუჭი“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები