ევროკომისიის პრეზიდენტი: შეშფოთებული ვარ პოლონეთში აფეთქების შესახებ ცნობებით
შეშფოთებული ვარ პოლონეთში აფეთქების შესახებ ცნობებით, რაც უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასიურ სარაკეტო დარტყმას მოჰყვა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.
„ვუსამძიმრებთ და მხარდაჭერას გამოვხატავთ პოლონეთისა და ჩვენი უკრაინელი მეგობრების მიმართ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვეკონტაქტებით პოლონეთის ხელისუფლებას, პარტნიორებსა და მოკავშირეებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი Twitter-ზე.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.
Alarmed by reports of an explosion in Poland, following a massive Russian missile strike on Ukrainian cities.
I extend my condolences and my strongest message of support and solidarity with Poland and our Ukrainian friends.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 15, 2022