პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემა The Associated Press ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ აღნიშნულის გამო ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე, მათ შორის კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.