იენს სტოლტენბერგი – პოლონეთში მომხდარ აფეთქებაზე: მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს
ნატო აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელში წერს.
„ვესაუბრე პრეზიდენტ დუდას პოლონეთში მომხდარი აფეთქების შესახებ. მივუსამძიმრე გარდაცვლილების გამო. ნატო აკვირდება ვითარებას და მოკავშირეები მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტი დადგინდეს“, – წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.
Spoke with President Duda @prezydentpl about the explosion in #Poland. I offered my condolences for the loss of life. #NATO is monitoring the situation and Allies are closely consulting. Important that all facts are established.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) November 15, 2022