ნატოში აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს იკვლევენ

ნატოში აცხადებენ, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ გავრცელებულ ცნობებს იკვლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, როგორც ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ალიანსი მჭიდრო კოორდინაციაშია პოლონეთის ხელისუფლებასთან.

„ჩვენ ვიკვლევთ გავრცელებულ ცნობებს და მჭიდრო კოორდინაციაში ვართ ჩვენს მოკავშირე პოლონეთთან“, – განუცხადა ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს.

ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები