შარლ მიშელი: შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით
შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
„შოკირებული ვარ პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ან სხვა საბრძოლო მასალის მიერ ადამიანების მკვლელობის შესახებ გავრცელებული ცნობებით. ვუსამძიმრებ ოჯახებს. ჩვენ ვდგავართ პოლონეთის გვერდით. მაქვს კონტაქტი პოლონეთის ხელისუფლებასთან, ევროპული საბჭოს წევრებთან და სხვა მოკავშირეებთან“, – წერს მიშელი Twitter-ზე.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.
Shocked by the news of a missile or other ammunition having killed people on Polish territory.
My condolences to the families.We stand with Poland.
I am in contact with Polish authorities, members of the European Council and other allies.@AndrzejDuda @MorawieckiM
— Charles Michel (@CharlesMichel) November 15, 2022