ესტონეთის საგარეო უწყება: მზად ვართ დავიცვათ ნატოს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი

Estonian flag on the flagpole, waving in the wind against a blue sky.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოლიდარობას უცხადებს პოლონეთს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტები ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

„უახლესი ამბები პოლონეთიდან ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და ალიანსის სხვა წევრებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – აცხადებენ ესტონეთის საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები