უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია
პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს სხდომა მოიწვია.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერი, ზოლთან კოვაჩი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„მილსადენ „მეგობრობის“ გავლით ნავთობის მიწოდების შეწყვეტასთან და პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა თავდაცვის საბჭოს შეხვედრა მოიწვია“, – წერს ზოლთან კოვაჩი Twitter-ზე.
ცნობისთვის, The Associated Press-მა აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რომელსაც სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიზანმიმართული პროვოკაციაა.
In response to the stop in oil transfer through the Druzhba pipeline and the missile hitting territory of Poland, @PM_ViktorOrban has convened HU's Defense Council for 8 p.m.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) November 15, 2022