კახა კახიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, კახა კახიშვილი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აშოტ სმბატიანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის კავშირებსა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ სტრატეგიულ, მეგობრულ კავშირებზე, რომელიც საქართველოს და სომხეთს აქვთ. ასევე, იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელიც შეიძლება დღეს დაეკისროს საქართველოს, ვგულისხმობ მოდერაციას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, – განაცხადა კახა კახიშვილმა შეხვედრის შემდეგ.