„შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ – ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა გაიხსნება
15 ნოემბერს, 18 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოტოხელოვან ბადრი ვადაჭკორიას გამოფენა – „შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ – გაიხსნება.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ წელსაც გამოაცხადა კონკურსი:„ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ – კონკრეტულად პროექტი სახელწოდებით: „შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“, რომელმაც განსაკუთრებით მომხიბლა, თქვენ წარმოიდგინეთ, ძეგლები, რომლებიც საზღვრის პირად მდებარეობს და რომელთა ახლოდან ხილვა ჩვენს უმეტესობას არც შეუძლია, რადგანაც ეს საზღვარია და რომელსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, თავისი წესები აქვს.
თავიდან გადაწყვეტილი მქონდა, 50 ძეგლი მაინც გადამეღო სხვადასხვა რაკურსით, რომ მომავალ თაობას თუ, უბრალოდ, ჩვენ მრავალი წლის შემდეგაც წარმოდგენა გვქონოდა, ესა თუ ის ძეგლი, თუ როგორ გამოიყურებოდა – 2022 წლის 5 მაისიდან 15 ნოემბრამდე.
5 მაისიდან შევუდექით მუშაობას, კონსულტაციას გვიწევდა ხელოვნებათმცოდნე, არაჩვეულებრივ პროფესიონალი და კიდევ უკეთესი ადამიანი, ბაადურ კუპრეიშვილი, მან აღმოგვაჩენინა ახალგაზრდა არქეოლოგი ამირან ნადირაშვილი, ისიც შესანიშნავი პროფესიონალი და ყველაფრის მცოდნე შიდა ქართლის საზღვრისპირა რეგიონებში არსებული კულტურული ძეგლების, მათ დამსახურებით და თანადგომით, 50 ძეგლის ნაცვლად 78 ძეგლი დავაფიქსირეთ და, 750 ფოტოს ნაცვლად, 4150 ფოტოს ვაძლევთ კულტურის სამინისტროს, ე.ი. 3400 ფოტოს ვჩუქნით, ძალიან მიხარია“, – წერს ბადრი ვადაჭკორია ფეისბუქის გვერდზე.