“მხოლოდ შეშლილს შეუძლია ამაზე ფიქრი” – რუსეთის საგარეო უწყება ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე

რუსეთის საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, ამჟამად, ნატო-ში უკრაინის შესვლაზე ფიქრი მხოლოდ შეშლილს შეუძლია.

ამის შესახებ მან “რია ნოვოსტის” განუცხადა.

„ნატო-ში უკრაინის შესვლაზე ახლა მხოლოდ გიჟს შეუძლია, იფიქროს. თუ გამოვალთ დასავლეთის რაციონალური ქცევიდან. მაგრამ ის არ არის რაციონალური,” – თქვა დიპლომატმა.

მანვე გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ რუსეთის ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტამდე, სადაც გადაწყდა, რომ უკრაინა და საქართველო შეიძლება, გახდნენ ბლოკის წევრები, ამბობდა ამ ნაბიჯის საშიშროების შესახებ.

მისი თქმით, ნატო-ს ავიწყდება პრინციპი, რომ არავინ აძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, არ გადავდგათ ნაბიჯები, რამაც შეიძლება, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. თუ ერთ-ერთი მხარე ამბობს, რომ არ გავაკეთოთ ეს, მაშინ არ არის საჭირო – უნდა დავსხდეთ და შევთანხმდეთ, როგორ უზრუნველვყოთ ორივეს უსაფრთხოება, ნატო-სიც და რუსეთისაც, ამასთან, როგორ უზრუნველვყოთ უკრაინის უსაფრთხოება”, – თქვა გრუშკომ.

მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება არ უწყობს ხელს თავად ბლოკის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„სხვათა შორის, ფინეთისა და შვედეთის მიღება ნატო-ს უსაფრთხოებას აუარესებს, რადგან იქმნება 1200 კილომეტრზე მეტი კონტაქტის ხაზი რუსეთთან, რომელსაც ნატო აცხადებს მთავარ მტრად და თავად ალიანსის საფრთხედ“, – დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები