“Old Tbilisi” – მოგზაურობა ძველი თბილისის არქიტექტურასა და ისტორიაში

15 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით, „სმირნოვების მუზეუმში”, გამოფენა-გაყიდვა – “Old Tbilisi” გაიმართება
გამოფენა გახსნა 17:00 საათზე გაიხსნება.
„პროექტი – „ეხვედრები გ. ტაბიძის 20-ში” გრძელდება. ეწვიეთ „სმირნოვების მუზეუმს” და იმოგზაურეთ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ისტორიაში, – აქ ყველა ქუჩას, ეზოს და სახლს, თავისი საინტერესო ამბავი აქვს.
კვირეულის ფარგლებში, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში, ყოველი კვირის განმავლობაში ტარდება სხვადასხვა მხატვრის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.
პროექტის მიზანია, ხელოვნების დარგში მოღვაწე სტუდენტების თუ პროფესიონალი მხატვრების ხელშეწყობა და ემსახურება „სმირნოვების მუზეუმის” პოპულარიზაციას, სადაც დაცულია ევროპული და ქართული ხელოვნების უნიკალური ექსპონატები.
პროექტი ხელს უწყობს სტუდენტებს და პროფესიონალ ხელოვანებს, რათა მათი შემოქმედება ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ცნობადი და ხელმისაწვდომი.
გამოფენაზე დასწრება, თავისუფალია პროექტის ფარგლებში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები