რატი იონათამიშვილი – რუსთავის საკრებულოზე: შრომის ინსპექტორმაც დაადგინა დისკრიმინაცია თანამშრომლების მიმართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
“ფაქტია, რომ ეს ადამიანები პირველს რასაც აკეთებენ, კეთილსინდისიერ მოხელეებს დაერივნენ იქ და შრომის ინსპექტორმაც დაადგინა დისკრიმინაცია თანამშრომლების მიმართ.
სამწუხაროა, რომ ჯარიმა, რომელიც დაკისრებულია კონკრეტული უპასუხისმგებლო თანამდებობის პირებისადმი, საკრებულოს, ანუ, გადასახადის გადამახდელების ფულით არის გადასახდელი. ასეთი ბრალდებების შემდეგ მათ არც პოლიტიკური და არც მორალური უფლება აღარ აქვთ, გააგრძელონ მუშაობა იგივე პოზიციებზე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
რუსთავის საკრებულოს აპარატის თანამშრომელი საკრებულოს თავმჯდომარეს და პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ნოდარ შეროზიას თანამშრომლებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.