თეა წულუკიანი – “ნაცმოძრაობაზე”: მათ სჭირთ უბედურება და მგონია, რომ ამ უბედურების კომენტატორობა უკვე უადგილოა

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.

„მათ სჭირთ უბედურება და მე მგონია, რომ ამ უბედურების კომენტატორობა არის უკვე უადგილო. ჩვენ, მთელი საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლება და მეც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ყველანი ვრჩებით მოლოდინში, რომ ქვეყანაში გაჩნდებიან ახალგაზრდები, მომავალი თაობა, რომელიც შექმნის ახალ-ახალ პარტიებს და ჩაანაცვლებს ამ ხელისუფლებას. ჩვენ ვერ ჩაგვანაცვლებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს უკვე აშკარაა რამდენიმე ხანია“, – აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები