“ველოდები, რომ უკრაინის მხარდაჭერა უწყვეტი იქნება” – ბაიდენმა შუალედური არჩევნები შეაჯამა ​

​აშშ-ის პრეზიდენტმა 8 ნოემბრის შუალედური არჩევნების კომენტირებისას გამოთქვა მოლოდინი, რომ, შედეგების მიუხედავად, უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა უწყვეტი იქნება. 

თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ბაიდენს ჰკითხეს, თუ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობას რესპუბლიკური პარტია დაიკავებს, გაგრძელდება თუ არა უკრაინის უწყვეტი მხარდაჭერა, აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა:”მე ამას ველოდები”.

„სხვათა შორის, ჩვენ არ მიგვიცია უკრაინისთვის კარტ ბლანში“, – დასძინა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უარი უთხრა უკრაინელ ლიდერებს მოთხოვნილი სამხედრო აღჭურვილობის გადაცემაზე, მათ შორის, საუბარია ამერიკულ თვითმფრინავებზე.

ჯო ბაიდენმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ, შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ, ვლადიმერ პუტინი კომპრომისზე წავა ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის რუსული ციხიდან გათავისუფლების მიზნით ტყვეების გაცვლის საკითხში.

მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები