„კახოვსკის ჰესის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს“ – ზელენსკი რუსეთს აფრთხილებს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აფრთხილებს აგრესორ სახელმწიფოს – რუსეთის ფედერაციას, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადება იქნება.
„მინდა გავაფრთხილო მოსკოვში ყველა, ვინც ახლა შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, რომ ნებისმიერი თქვენი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური წყლის გარეშე დატოვოთ, მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს. დაფიქრდით, რა დაგემართებათ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.