გერმანიამ უკრაინას იარაღის ახალი პარტია მიაწოდა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის კიდევ ერთი პარტია გადასცა.

უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდი იუწყება.

უკრაინის სამხედრო დახმარების განახლებულ სიაშია – 30 ჯავშანმანქანა – Dingo, 18 – სადაზვერვო თვითმფრინავი, ხუთი ტრაქტორ-ტრანსპორტი – M1070 Oshkosh და რაკეტები – Iris-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის, რომელთა რაოდენობა არ არის დაკონკრეტებული. არის კიდევ ოთხი ანტიდრონის სენსორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები