ირაკლი ქადაგიშვილი: “ნაცმოძრაობაში“ დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს.

„მათი მიზანი ერთადერთია, რომ ქვეყანაში არაკონსტიტუციური გზით ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში. ფსონი მელიაზე იყო დადებული, მაგრამ მისი ხელმძღვანელობით მათ მიზნების განხორციელება ვერ მოახერხეს, ამიტომ, ახლა ფიქრობენ, რომ ალბათ სხვა ვინმე უნდა იყოს, ვინც ამ რევოლუციურ სცენარს განახორციელებს. ვფიქრობ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება, რაც ამ პარტიის შემდგომ ფრაგმენტაციასა და დაშლას გამოიწვევს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნაწილი პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები