„გოდოს მოლოდინში” – სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

11, 12, 13 ნოემბერს, 20:00 საათზე, თეატრი ათონელზე, „გოდოს მოლოდინში” (სემუელ ბეკეტის პიესის მიხედვით) – პრემიერას უმასპინძლებს.
„უაზრობაა წარსული, რადგან იგი დაკარგულია, გაუგებარია მომავალი, რადგან იგი შეუცნობელია, მათ შორის მომწყვდეული აწმყო კი წამიერი და მოსაწყენია“, – სპექტაკლის დედააზრი ამ სტრიქონებითაა გადმოცემული.
სპექტაკლის რეჟისორია – სოფიო ქელბაქიანი; კომპოზიტორი – ანუშკა ჩხეიძე.
როლებს ასრულებენ:: გიორგი ხურცილავა, ანასტასია ჭანტურაია, ბექა ხაჩიძე, ლილი ხურითი.
მხატვარი – სოფიო ქელბაქიანი; ფოტო – ნატა სოფრომაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები