ვარკეთილში ქალს ავტობუსი დაეჯახა
ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ახალგაზრდა ქალს ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.