„ბასიანის“ ამერიკული ტურნე გრძელდება
ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის“ გასტროლი აშშ-ში წარმატებით გრძელდება.
სოლო-კონცერტები უკვე გაიმართა ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტში, სანტა-მონიკაში, ჩიკაგოსა და სანტა-ფეში, ნიუ-მექსიკოს შტატში.
10 ნოემბერს „ბასიანს“ პენსილვანიაში ელიან. ანსამბლი გასტროლს 12 ნოემბერს, ნიუ-იორკში კონცერტით დაასრულებს.