“რუსეთი და ირანი ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე შეთანხმდნენ” – უკრაინის საჰაერო ძალები

რუსეთი ირანთან შეთანხმდა დამრტყმელი დრონებისა და 300 და 700 კილომეტრის რადიუსის მოქმედების ბალისტიკური რაკეტების მიწოდებაზე.

ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა, იური იგნატმა განუცხადა.

“გავრცელდა ინფორმაციას ასევე ბალისტიკურ რაკეტების მიწოდებაზე, რომ რუსეთმა მაინც მიაღწია შეთანხმებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსკოვსა და თეირანს შორის რეგულარული საჰაერო კომუნიკაციაა”, – განაცხადა იგნატმა.

მისი თქმით, რაკეტების რაოდენობაზე ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ეს არის 300 და 700 კილომეტრის რადიუსის მოქმედების იარაღი.

როგორც მან თქვა, არსებობს კიდევ ერთი პრობლემა – მათი გადაადგილების სიჩქარე, რომელიც ბევრად აღემატება ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების სიჩქარეს.

“ეს არის ახალი საფრთხე, ისევე – როგორც “შაჰედი”. ამ ბალისტიკურ რაკეტებზე როგორმე რეაგირება უნდა მოხდეს. ისინი უნდა განადგურდეს იქ, სადაც მათ გამოუშვებენ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბალისტიკასთან ბრძოლის ეფექტური საშუალება, გარდა მათი ფიზიკური განადგურებისა ჯერ კიდევ გამოშვების ეტაპზე“, – განმარტა იგნატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები