შალვა პაპუაშვილი: ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი – ჩვენი ამოცანაა, ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც ყოველთვის გაურბის თვალი ძალადობისკენ

“ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი. ვფიქრობ, რომ მთლიანად საზოგადოებამ ერთი რამე ვისწავლეთ და რაც დაგვრჩა, არის ის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ეფუძნება ძალადობას, ეს ძალა ხალხის მხარდაჭერილი ვერ იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის ამოცანაა – ხალხს დაეხმაროს, რომ ძალაუფლება არასდროს დაუბრუნდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც მათ მიმართ აგრესიით გამოირჩევა.

„ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, სხვადასხვა მხრიდან – ზოგი იყო აქციის მონაწილე, ზოგი იყო ჟურნალისტი “იმედში”, რომელიც მაშინ დაარბიეს. ზოგი, როგორც მოქალაქე, ამ ყველაფრის მიმართ თანაგრძნობას იჩენდა. ვფიქრობ, რომ მთლიანად საზოგადოებამ ერთი რამე ვისწავლეთ და რაც დაგვრჩა არის ის, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც ეფუძნება ძალადობას, ეს ძალა ხალხის მხარდაჭერილი ვერ იქნება.

ჩვენ რასაც ვხედავთ, ეს იგივე ხალხია, ვინც არიან 7 ნოემბრის შემოქმედები. ერთადერთი სხვაობაა ის, რომ არ აქვთ ის ძალა, რაც მაშინ ჰქონდათ, თუმცა მიზნები, შემართება, დამოკიდებულება, რიტორიკა, არაფერი შეცვლილა. თუ დავფიქრდებით, მათ შორის “იმედის” როგორი დამოკიდებულება აქვს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, შევხედავთ, რომ 7 ნოემბრის შემდეგ საერთოდ არაფერი შეცვლილა. შეიცვალა ერთადერთი ის, რომ მათ ქართველმა ხალმა ჩამოართვა ძალაუფლება, შესაძლებლობა, რომ ხალხზე იძალადონ. ჩვენი ამოცანაა ის, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ იმაში, რომ ეს ძალაუფლება არასდროს არ დაუბრუნდეს ისეთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც გამოირჩევა აგრესიით მათ მიმართ, ვინც მათი თანამოაზრე არ არის და ყოველთვის თვალი გაურბის ძალადობისკენ. ამიტომ, ეს არის ყველაზე მთავარი გაკვეთილი და ამ გაკვეთილზე ქართულმა საზოგადოებამ ისწავლა ის, რომ უკვე ცხრა არჩევნები ჩატარდა 2012 წლიდან მოყოლებული და ქართველი ხალხი 7 ნოემბრის შემოქმედებს არ ენდობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები