ილია მეორე: გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გამო

“გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, – გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამძიმრის წერილშია ნათქვამი, რომელსაც საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

“აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა”, – აღნიშნულია წერილში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები