აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირებიდან 22 წელი გავიდა

  აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირებიდან 22 წელი გავიდა. საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც ომში გადაიზარდა. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მოხდა.
სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ათიათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, ხოლო იმ დროისათვის სამასი ათასამდე ადამიანი დევნილი გახდა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ და კიდევ ერთხელ პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები