ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების რეცეპტებით გაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების რეცეპტებით გაყიდვასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც სერგეენკოს უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულის მიზეზი ურეცეპტოდ პრეპარატის მიღების გვერდითი მოვლენებია.
“სპეციალისტები ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, პირველი – ყველაზე სახიფათო გვერდითმა მოვლენებმა.
“ეს გახლავთ ღვიძლის დაზიანება მისი არარაციონალური გამოყენების გამო. საქართველოში ასეთი ტიპის პრეპარატებს თვითნებურად ღებულობენ ქრონიკულად. პირადპირ არის მითითებული, რომ “ნიმესულიდის” უკონტროლო ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ღვიძლის დაზიანებამდე და ფატალურ შედეგებამდე. განვითარებული ქვეყნების სპეციალისტები ევროპის სააგენტოს და აშშ პირდაპირ მიუთითებენ, რომ “ნიმესულიდი” წარმოადგენს არა პირველი რიგის, არამედ მეორე რიგის პრეპარატს, ეს ნიშნავს სარეზერვო პრეპარატს, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას მაშინ როდესაც ამოწურული არის ბაზისური პრეპარატების გამოყენების შესაძლებლობა”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები