„რუსეთს სსრკ-ის ყოფილი ქვეყნების თავისი გავლენის ქვეშ დაბრუნება სურს“

„რესპუბლიკელი“ სენატორი მარკო რუბიო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს,- ამის შესახებ სენატორმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. სენატორის განცხადებით, აშკარაა, რომ პუტინის რეჟიმს მსოფლიო დიდების დღეების დაბრუნება სურს და ამ გეგმის ნაწილია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსკოვის გავლენის ქვეშ ისევ მოქცევა.
” ჩვენ დღეს ვსაუბრობთ შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რუსეთთან. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და არა რუს ხალხს. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ პუტინს სურს, მსოფლიო დიდების დღეები დაიბრუნოს. მისი წარმოდგენით, ამ სურვილის რეალიზების საუკეთესო გზა ანტაგონიზმი და აშშ-ისადმი მტრული დამოკიდებულებაა. ამავე გეგმის ნაწილია თავისი მეზობლების, განსაკუთრებით კი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების რუსეთის ინტერესების სფეროში დაბრუნება. ბოლო წლებში ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი გვაქვს: საქართველო და უკრაინა. რამდენიმე წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დღესაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე”, – აღნიშნა სენატორმა რუბიომ გამოსვლისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები