უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპული ქართველი ზესტაფონში, საკუთარ სახლში გადაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე, რომელიც სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს, ზესტაფონში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.

უკრაინაში, ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში 40 წლის გუგა გაგნიძე 30 ოქტომბერს დაიღუპა. მისი ჯგუფი კერძო სამხედრო დანაყოფ ვაგნერის ალყაში მოხვდა. ჯარისკაცი უკრაინის 25-ე საჰაერო სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს, ლევან სახელაშვილს რამდენიმე საათში კიევის წმინდა ვოლოდიმერის ტაძრიდან სამშობლოში საპატიო წესით გამოაცილებენ. მანამდე კი, უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. სახელაშვილი 24-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები