მეუფე იაკობი – დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ეჭვი რომ შემპარვოდა – მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს

“მე ეჭვი რომ შემპარვოდა – მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გამოუშვან.

“მე რაც წავიკითხე, იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი. რადგან სტრასბურგმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, იმასაც უნდა დაეთანხმო ადამიანი და ამასაც. ის, რომ სასამართლო სამართლიანი იყო მის მიმართ, უნდა აღიარო, ისიც უნდა აღიარო, რომ გადასახდელი რაც გაქვს, ისიც უნდა გადაიხადო. მე ვისურვებდი, რომ აღარ იყოს ციხეში და გამოუშვან. მე რომ ეჭვი შემპარვოდა – მართალი იყო, ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი მაგას. უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, “მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოიტანა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები