დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ხორციელდება. მონაწილეებმა, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.
შეხვედრის მიზანია დევნილი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა მათ ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებასა და დაგეგმვაში, აფხაზ და ქართველ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების პროცესში.