ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, დავით კამკამიძე გარდაიცვალა

73 წლის ასაკში ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, დავით კამკამიძე გარდაიცვალა.
დავით კამკამიძე  მუშაობდა ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში.
შეასრულა როლები ფილმებში: „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, „გზააბნეულნი“, „თეა“, „აპოკალიფსი არ იქნება“.
სახალხო პოპულარობა მოუტანა ერმალო მაღრაძის ფილმებში შესრულებულმა მთავარმა და მეორეხარისხოვანმა როლებმა.
იყო ასევე ილუზიონისტი, მხატვარი-დეკორატორი, ზესტაფონის მარიონეტების თეატრის დამფუძნებელი და რეჟისორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები