„ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“ – პიანისტ გიორგი ბერიაშვილის ლექცია- კონცერტი გაიმართება
31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი და მუსიკათმცოდნე, საფრანგეთის ხელოვნების აკადემიის დელ დუკას პრემიის ლაურეატი, გიორგი ბერიაშვილი გამართავს ლექცია-კონცერტს „ფრანგული მუსიკის ოთხი მწვერვალი“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, იგი ისაუბრებს კლოდ დებიუსის, ჟან-ფილიპ რამოს, ოლივიე მესიანისა და სეზარ ფრანკის შემოქმედებაზე.
ლექცია-კონცერტზე დამსწრეები გიორგი ბერიაშვილის შესრულებით მოისმენენ ნაწყვეტებს კომპოზიტორების ნაწარმოებებიდან.
კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო ასოციაცია ფრანგული რენესანსის საქართველოს წარმომადგენლობა.
ადგილმდებარეობა: B201 დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N32