„წერე ქართულ კინოზე” – კინომცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა
„წერე ქართულ კინოზე” – კინომცოდნეებისთვის კონკურსი გამოცხადდა.
კონკურსი – „წერე ქართულ კინოზე“, საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ცხადდება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით კინომცოდნეობისა და კინოკრიტიკის განვითარების ხელშეწყობა.
უფლებამოსილი კონკურსანტი
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების
კინომცოდნეობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
კონკურსანტი არ უნდა იყოს ამავე კონკურსის გასული წლების პრიზიორი.
კონკურსის ეტაპები
კონკურსი გაიმართება 2 ეტაპად.
პირველ ეტაპზე წარმოსადგენი სავალდებულო საკონკურსო დოკუმენტაცია:
1. განაცხადი;
2. ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კონკურსანტი არის
კინომცოდნეობის სპეციალობის ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სტუდენტი;
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა/პასპორტი)
4. რეზიუმე (CV)
5.ერთი ფილმის რეცენზია.
საკონკურსო განაცხადი და დოკუმენტაცია მიიღება ონლაინფორმატით, მითითებულ ბმულზე:
https://forms.gle/e4u88cbsFKCUNL2A6
საკონკურსო კომისია
კონკურსის გამარჯვებულების გამოსავლენად იქმნება კინომცოდნეებისგან დაკომპლექტებული
კომისია, რომელიც განიხილავს ორივე ეტაპზე შემოსულ დოკუმენტაციას.
კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კენჭისყრის საფუძველზე, ხმათა უბრალო უმრავლესობით.
კომისია პირველ ეტაპზე განიხილავს შემოსულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას
კონკურსის მე-2 ეტაპის მონაწილეების შესარჩევად.
მეორე ეტაპზე, კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსანტებს ევალებათ ბოლო 7 წლის განმავლობაში
გადაღებულ ქართულ ფილმებზე 5 ესეს დაწერა. ფილმები შეირჩევა კომისიის მიერ.
კონკურსის მეორე ეტაპისთვის ნაშრომები კონკურსანტებმა უნდა გამოგზავნონ WinRAR ZIP
ფორმატში მეილზე t.gabidzashvili@gnfc.ge და ველში „თემა“ მიუთითონ – „წერე ქართულ კინოზე“.
კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილეთაგან, კომისია გამოავლენს სამ გამარჯვებულს.
კონკურსის ჯილდოები
კონკურსის გამარჯვებულთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები პირველი, მეორე და მესამე
ადგილებისთვის.
პირველი ადგილისთვის ჯილდო – 3000 (სამი ათასი) ლარი. (სურვილის შემთხვევაში, ბერლინის
საერთაშორისო ფესტივალის აკრედიტაციის მიღებაში დახმარება).
მეორე ადგილისთვის ჯილდო – 2000 (ორი ათასი) ლარი.
მესამე ადგილისთვის ჯილდო – 1500 (ათას ხუთასი) ლარი.
ვადები
საკონკურსო დოკუმენტაცია კონკურსის პირველი ეტაპისთვის მიიღება ელექტრონული ფორმით,
2022 წლის 7 ნოემბრის 18:00 სთ-მდე;
კონკურსის მე-2 ეტაპზე მონაწილე კონკურსანტების მიერ ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა
2022 წლის 5 დეკემბერი, 12:00 სთ.