დავით მათიკაშვილი – სახალხო დამცველობის კანდიდატებზე: კარგი იქნება, თუ ოპოზიცია და უმრავლესობა გამონახავს შესაბამის რესურსს და არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე მოხდება

„საზოგადოება აკვირდება ამ პროცესს. კანდიდატთა პასუხები ძალიან დაეხმარება დეპუტატებს იმისთვის, რომ სათანადო გადაწყვეტილება მიიღონ და კონკრეტულ კანდიდატზე შეთანხმდნენ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატის შერჩევის პროცესზე საუბრისა აღნიშნა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია და უმრავლესობა გამონახავს შესაბამის რესურსს და არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე მოხდება.

“უმრავლესობას სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატი არ დაუსახელებია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი კრიტერიუმები, ეს არის: მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა და კანდიდატის პროფესიონალიზმი, რომელიც იქნება განმსაზღვრელი არჩევანის გაკეთების დროს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია და უმრავლესობა გამონახავს შესაბამის რესურსს და არჩევანის გაკეთება რომელიმე კონკრეტულ კანდიდატზე მოხდება“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები