ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა
ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე დავით ფირცხალავას ფილმის – „დიდი შესვენების” ევროპული პრემიერა გაიმართა, სადაც ქართველ რეჟისორს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„დიდი შესვენება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია. ფილმის მსოფლიო პრემიერა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სექტემბერში გაიმართა.
„დიდი შეხვენება” საქართველოს კანდიდატი ფილმია ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის” საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის.