მამუკა მდინარაძე – ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაზე: ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა, გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო…”, – წერს მდინარაძე.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი. ირაკლი ხახუბია 51 წლის იყო. ახლობლების ინფორმაციით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები