ლაშა ხუციშვილი – ალიევის ვიზიტზე: ყველა ის პროექტი, რომელზეც იყო საუბარი, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ – სრულიად რეგიონისთვის
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის, საქართველოში ვიზიტი შეაფასა.
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები ქვეყნისთვის, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის. საქართველოს აქვს ამბიცია და პოტენციალი, რომ შეასრულოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, როგორც უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. ყველა ის პროექტი, რომელზეც იყო საუბარი აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოსთვის არამედ სრულიად რეგიონისთვის. რეგიონში არსებული მდგომარეობისთვის, ეკონომიკური მდგომარეობისთვის.
აღნიშნული პროექტები ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო განიმტკიცოს თავისი როლი რეგიონში და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ყველა ინტერესში შედის რომ დერეფანი იყოს ეკონომიკურად მომგებიანი, უფრო ეფექტური იმისთვის, რომ სრულად მოხდეს უტილიზაცია იმ შესაძლებლობებისა, რა შესაძლებლობებიც არსებობს რეგიონში“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.