ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ – ტიბორ კოზმამ გუშინ ფინეთის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ნინა ვასკუნლაჰტის, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
მათი ცნობით, კოზმამ ვასკუნლაჰტის წარუდგინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ადგილზე განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.