ირაკლი ზარქუა: დაცინვაა, ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის მიმართულებით რომ უკრაინის წარმომადგენელი იქნება
„ცინიზმი და დაცინვაა, ზურაბ ადეიშვილი ადამიანის უფლებების დაცვისა და სამართლიანობის მიმართულებით რომ უკრაინის წარმომადგენელი იქნება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, მისთვის გაუგებარია, რას აძლევს უკრაინას ის, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ევროპაში წარმომადგენლად ჰყავთ.
“ვწუხვარ, რომ ჩვენი კოლეგები უკრაინიდან იმავე თემას აგრძელებენ, რომელიც, თავის დროზე, პოროშენკომ დაიწყო, ძებნილი სააკაშვილი რომ ოდესის გუბერნატორად დანიშნა და შემდეგ, თმებით ათრევდნენ ამა თუ იმ კაფეში, დაპატიმრებულიც ჰყავდათ კორუფციასა და კონკრეტულ დანაშაულებზე. ზუსტად იგივე ხაზი გრძელდება. არ ვიცი, რას აძლევს უკრაინას, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის, წამების, რეკეტის ერთ-ერთი შემოქმედი ევროპაში წარმომადგენლად ჰყავთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ჰელსინკის კომისიის უფროსმა მრჩეველმა, მაიკლ ჰიკარი ჩეჩირემ უკრაინის გენერალურ პროკურორ ანდრეი კოსტინის მიერ გამოქვეყნებული ფოტოები “ტვიტერზე” გააზიარა, სადაც ჩანს, რომ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურატურისა და ევროპის საბჭოს ესწრება.
ჩიჩერი წერს: „თუ გაინტერესებთ, რა აღაშფოთებს ბევრ ქართველს ასე, ეს არის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ადეიშვილი სახელმწიფო მოღვაწის როლში”.